2020-05-27 18:47:11
რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია - გახარია

რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია - ასე პასუხობს, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების კრიტიკას პარლამენტში მის მისვლაზე. მისი თქმით, ის პარლამენტის წინაშე წარდგომას, ან საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს სცემს. 

"პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას გულწრფელად გეუბნებით, რომ პატივს ვცემ. რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია და პასუხისმგებლობით მოვსულვარ, მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი. ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებშიც მოვსულვარ, არამხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია, ზოგჯერმ ამ შენობის დაცვაც მომწევია შტურმებისგან. პარლამენტის წინაშე წარდგომას, ან საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ." - განაცხადა გახარიამ. 

ამავე თემაზე