2020-05-27 18:40:25
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით ათობით ათასი ადამიანის მობილობა დაეცა-გახარია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით ათობით ათასი ადამიანის მობილობა დაეცა - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და მის შემდეგაც მოქმედებენ, მოქალაქეების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეამცირა და სწორედ ამიტომ აქვს ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი საქართველოს. 

„ვერ დაგეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ იყო პროპორციული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზღვარი, სკოლა, განათლების სისტემა, კომენდანტის საათი და ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებებში - ეს ხუთი ძირითადი ბლოკი იყო მძიმე, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა მობილობის მკვეთრად დაგდების. ათობით ათასი ადამიანის მობილობა დაეცა, ამან მოგვცა ის შედეგი რა შედეგიც ეხლა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ამავე თემაზე