2020-05-27 18:32:57
არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის-გახარია გოცირიძეს

არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის-ასე უპასუხა,პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას პარლამენტში.

კერძოდ, გოცირიძემ პრემიერს კითხვით მიმართა, საქართველოს გარდა, დაესახელებინა მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში არ გაუწია არც ერთი თეთრით ფულადი დახმარება.

„არ დავასახელებ, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

„ერთ რამეს გეტყვით, რომ 26 მაისიდან დაიწყება უკვე კომპენსაციის კონკრეტული გაცემა. რა სფერო იქნება ამ გაცემის პირველ ეტაპზე. 40434 პირი – შშმ პირების და ბავშვებისთვის განსაზღვრულ კომპენსაციას მიიღებს 1 ივნისამდე. 194 529 პირი – ეს იქნება ადამიანები, ვისაც 65000-დან 100 000-მდე ქულა აქვს, 224 644 ოჯახი – ეს არის 100 000 ქულამდე და მრავალშვილიანი ოჯახები,  58 000 თვითდასაქმებული პირი, რომელიც უკვე იდენტიციფირებულია.

ეს არის ის, რაც ახლა უკვე გაკეთა, ეს პროცესი გრძელდება. ამ პროცესის მდგრადობა რომ იყოს მნიშვნელოვანი, ეს განაცხადბი მიიღება, ამიტომ არის ამის გეგმა ექვსთვიანი და არ არის, ერთთვიანი, ორთვიანი, ვისაც ობიექტური შეფასების უნარი აქვს, ის იტყვის, რომ მთავრობას ერთჯერადად რომ მიეცა 1200 ლარი, შეიძლება ამაზე უფრო მეტი პიარული ეფექტი და მეტი პოზიტივი აეკრიფა, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ გავაკეთეთ, გავაკეთეტ 6-თვიანი, 200-200 ლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დამხარებაში მეტი მდგრადობა ყოფილიყო“,- განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე