2020-05-27 18:20:53
"სუფთა სახლი" ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ორგანიზაცია იყო, იმის გათვალისწინებით რომ იგივე ნომენკლატურის შეძენა ჩემ მშობლებს შეეძლოთ გვერდზე მაღაზიაში, ამიტომ დავხურეთ 2 კვირით-გახარია

ვიცი "სუფთა სახლი" ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ორგანიზაცია იყო, იმის გათვალისწინებით რომ იგივე ნომენკლატურის შეძენა ჩემ მშობლებს შეეძლოთ გვერდზე მაღაზიაში, ამიტომ დავხურეთ 2 კვირით-ასე განმარტავს,პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჰიგიენური მაღაზიის "სუფთა სახლის" დაკეტვას საგანგებო მდგომარეობის დროს.  მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული კომპანია  იყო, თუმცა მისი დახურვა მაინც გადაწყდა.

„ჩვენ რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემის და მენეჯმენტის ხარისხი მივხვდით რომ გერმანიის ხარისხზე ჩვენ ვერ წავიდოდით, ამიტომ წავედით მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. ამიტომ იყო საზღვარი, ამიტომ იყო სკოლა და კიდევ ბევრი რაღაცა. ყველაზე მძიმე მომენტში იყო "სუფთა სახლი". ჩემი მშობლები სახლიდან რომ გამოდიან, რაღაცა ელემენტარული რომ იყიდონ ესეთი არჩევანი აქვთ: ერთი მაღაზია, მეორე, მესამე მათ შორის "სუფთა სახლიც". "სუფთა სახლის" ნომენკლატურა ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველა დანარჩენ მაღაზიაში. კარგად მომუშავე კომპანიაა იდეალურად დალაგებული პროცესები ჰქონდათ, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა და მუშაობენ ძირითადად შეღავათიან ფასზე კონკრეტული მიმართულების ნომენკლატურით. ორი კვირით ამის გაჩერებამ მე მომცა იმის საშუალება, რომ ადამიანი რომლისთვისაც 10 ან 5 თეთრის ეკონომია იქნებოდა მოტივაცია იმისთვის, რომ ამ მაღაზიებთან ერთად სუფთა სახლშიც შესულიყო, რომელსაც ამასთან ერთად უნდა ემუშავებინა მთელი თავისი ქსელი, მთელი თავისი სატრანსპორტო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ორგანიზაცია იყო, იმის გათვალისწინებით რომ იგივე ნომენკლატურის შეძენა ჩემ მშობლებს შეეძლოთ გვერდზე მაღაზიაში ამიტომ დავხურეთ სუფთა სახლი 2 კვირით“,-განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე