2020-05-27 18:17:46
მთავრობას ერთჯერადად რომ მიეცა 1200 ლარი შეიძლება უფრო მეტი პიარი და პოზიტივი აეკრიფა, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ - გახარია  

მთავრობას ერთჯერადად რომ მიეცა 1200 ლარი შეიძლება უფრო მეტი პიარი და პოზიტივი აეკრიფა, მაგრამ ჩვენ ხო ეს არ გავაკეთეთ, გავაკეთეთ 6 თვიანი 200-200 ლარი, რათა ამ დახმარებაში მეტი მდგრადობა ყოფილიყო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან კარგად მახსოვს საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა რომ მიდიოდა, მაშინ ეკონომიკის სამინისტროსა და ახალ სამინისტროს გადასვლის პროცესში ვიყავი და დაწერის პროცესში აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული. თქვენ, კონკრეტულად ვერ ვამბობ, ყოველთვის გქონდათ პოზიცია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებაო. იმიტომ, რომ პირველივე კრიზისში მთავრობა მიადგება და ამ საპენსიო ფონდს დახარჯავსო. მეორე არგუმენტი იყო, რომ ეს ფული უფასურდებაო, იმდენი იყო და ამდენი იქნებაო. 

რომ იცოდეთ, ამ საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსების, ახლა 14%-ია. კურსთა შორის სხვაობის შედარება საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში, ეკონომიკურად ნონსენსია. ჩვენ ლარის სივრცეში ვცხოვრობთ. ხელფასსაც ლარში ვიძლევით. საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, ვერასოდეს ვერავინ საპენსიო ფონდს ვერ შეეხება. ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი. ამ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ რეზერვები დააგროვოს, რომელიც იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანების გარანტია ხანდაზმულობის დროს. თქვენ ხალხს ეუბნებით, რომ თქვენი ფული სახელმწიფოს უდევს და არ ხარჯავსო და კრიზისში რომ ხართ, არ გაძლევთო. არ ეუბნებით, რომ ამ ფულის დაგროვებაში სახელმწიფოს და კომპანიების ფულიცაა. ამ ქვეყანას პენსიაზე ადამიანები რომ გავლენ, სხვა რეზერვი არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე