2020-05-27 18:03:56
გახარიას თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში 1 გოჯი მიწაც არ დარჩეს დაუმუშავებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვების პასუხისას სოფლის მეურნეობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში 1 გოჯი მიწაც არ დარჩეს დაუმუშავებელი.

„ყველა ის პროგრამა, რომელიც ვთქვათ, მცირემიწიან ფერმერებსაც ეხებათ. თქვენ რომ ამბობთ, დაქუცმაცება დიდიაო, დიდია, მაგრამ ეს სისტემური პრობლემა ერთ ან ორ დღეში ვერ გადაწყდება. სოფლის მეურნეობაში მიწების ინდუსტრიალიზაციას სჭირდება წლები. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით არ უნდა დავიწყოთ. იმ ერთჰექტარიან, ორჰექტარიან, სამჰექტარიან, ოთხეჰქარიან, ხუთჰექარიან გლეხს თუ არ მივეხმხარეთ, ვერასდროს მოხდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ კრიზისისას გლეხს უჭირს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ სისტემური დახმარება გავუწიოთ და რეალურად, არც ერთი გოჯი მიწა ქვეყანაში მოუხვნელი არ დარჩეს. ამისთვის იყო მიმართული სისტემური რეგისტრაციის პრობლემა, სამინისტროს 20 მილიონი აქვს გამოყოფილი“, - აღნიშნა გახარიამ.

ამავე თემაზე