2020-05-27 17:59:02
საერთაშორისო პარტნიორები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“ - გახარია სამადაშვილს

საერთაშორისო პარტნიორები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილს, რომელმაც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

„მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ესეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არ გაქვთ და თქვენც, მეც პირადად, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან და იმ ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და გამოჩნდება ვინ რა პოზიციას დაიჭერს“, - განაცხა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე