2020-05-27 17:54:28
საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა - გახარია 

საქართველოში ​შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტების განთავსება ისეთ სასტუმრობეში იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ტურისტების მიღების ნებართვა ექნებათ.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხი ესე უკონტროლოდ შემოვიდა, არა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ ძალიან მაღალ დონეზე. გუშინ მე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ მინისტრთან ზუსტად ამ თემაზე, იქიდან დაინტერესება სერიოზულია, ოღონ აინტერესებთ როგორია ჩვენი მენეჯმენტი, როგორ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან. ყველა ხედავს, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. 

ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს იმის, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არ დადგება რისკის ქვეშ. იქნება მწვანე კორიდორები. ეს ტექნოლოგიები და პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ასოციაციასთან  ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. 

მაგ. საქართველოში ​შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა. ევროპაში უკვე კოვიდ პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ ქვეყნის შიგნითაც შევქმნით ამ პისიარ ტესტის აღების შესაძლებლობას, თუ ასეთი შემთხვევები იშვიათი გვექნება, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი ტესტი იქნება დაცული. ეს ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ნებართვა, რომ ისინი ითვალისწინებენ, დანერგილია პროტოკოლი და აბსოლიტურად ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩვენი ტურიზმის სექტორს ჩავაყენებთ რისკის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე