2020-05-27 17:25:16
ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან რომ ხელშეკრულებების ვალდებუებები ჩვენ შევასრულოთ - სესიაშვილი ღია ცის ხელშეკრულებაზე

ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან რომ ხელშეკრულებების ვალდებუებები ჩვენ შევასრულოთ - ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.

„თქვენ ყველამ კარგად ხედავთ და იცით რომ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც არის ოკუპანტი.. რუსეთი შეეცადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სივრცე წარმოეჩინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სივრცე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მხარს ვერ დაუჭერს. მისი ეს მოქმედება ყოველთვის იყო პოლიტიზირებული, რის გამოც 2012 წელს საქართველომ შეაჩერა რუსეთთან ამ ხელშეკრულების მოქმედება და თავისთავად ცხადია ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვმსჯელობთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან, რომ ამ ხელშეკრულებების შესაბამისი ვალდებულებები ჩვენ შევასრულოთ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე