2020-05-27 17:00:39
„ოცნებამ“ და ოპოზიციამ ტაშის გრიალით, რომ მიიღო საგანგებო მდგომარეობა, მაშინ ეკონომიკა არავის გახსენებიათ - ჭიჭინაძე

ბატონო გიორგი, სამი თვით რომ გადაუვადეთ ადამიანებს სესხები კაპიტალიზაციის გარეშე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც მანამდეც სახლში იყო გამოკეტილი, ვისთვისაც რეალურად ფორს-მაჟორი იყო, არადა სესხებზე სესხები დაემატათ?! - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

„ამას გარდა, „ოცნებამ“ და ოპოზიციამ ტაშის გრიალით რომ მიიღო საგანგებო მდგომარეობა, მაშინ ეკონომიკა არავის გახსენებია. მაგ პერიოდშივე მიპასუხა მთავრობის საპარლამენტო მდივანმაც, ფორს-მაჟორი ხელშეკრულებებითაა დარეგულირებული, რაც სიცრუეა, რადგან 2008 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ბანკმა და დიდმა კომპანიამ ამოიღო ფორს-მაჟორი ხელშეკრულებებიდან. რითაც კანონსაც არღვევენ, რადგან ეს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გკითხავთ: „ ბატონო გიორგი, სამი თვით რომ გადაუვადეთ ადამიანებს სესხები კაპიტალიზაციის გარეშე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც მანამდეც სახლში იყო გამოკეტილი, ვისთვისაც რეალურად ფორს-მაჟორი იყო, არადა სესხებზე სესხები დაემატათ?! თუ ფიქრობთ, რომ სავალდებულო გახდეს ეს ჩანაწერი, ისე როგორც სამოქალაქო კოდექსშია? რადგან ასე ხალხი დაზღვეულიც იქნება და სასამართლოს მეშვეობით დაიცავს თავს.“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე