2020-05-27 16:52:44
სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი - ზალკალიანი სააკაშვილის დანიშვნაზე

სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი - ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან მიმართებით გაჟღერებული განცხადებები აისახება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, რადგან ახლა ის უკრაინის ოფიციალური პირია.

"ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო მცდარი, რადგან ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სხვა სტრატეგიული პარტნიორის სუვერენული უფლებების პატივისცემაზე, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაც ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილია, ამიტომ როდესაც სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, ამას ვგულისხმობ, რომ მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი. ახლა ის (მიხეილ სააკაშვილი) არის ოფიციალური პირი უკრაინის. დავაკვირდებით, თუ როგორი იქნება მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, და ბუნებრივია ყველაფერი ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში" - განაცხადა ზალკალიანმა.

ამავე თემაზე