2020-05-27 16:36:11
ლობისტები, ვერ შეცვლიან ქვეყნის შიდა პოლიტიკას, თუ ქვეყნის შიდა პროცესებში ხარვეზებია ამას სჭირდება გამოსწორება - ცქიტიშვილი 

ლობისტები არიან ინსტრუმენტები, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებთან ან კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაგამყარებინოს კონტაქტი, ის ვერ შეცვლის ქვეყნის შიდა პოლიტიკას, თუ ქვეყნის შიდა პროცესებში ხარვეზებია ამას სჭირდება გამოსწორება - ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა, რითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ლობისტური კომპანიების დაქირავების ფაქტს გამოეხმაურა.

„ლობისტებს რაღაც შესაძლებლობები აქვთ ეს ოფიციალური პროცესია, მაგრამ ლობისტები სასწაულებს ვერ ახდენენ, ის რაც ინსტიტუციური ინფორმაცია არის შეგროვებული ამ ინფორმაციის შეტრიალება და სხვანაირად წარმოჩენა წარმოუდგენელია. ლობისტები ამას ვერ შეძლებენ, ამას სჭირდება სწორი პოლიტიკის წარმოება, სწორი კომუნიკაცია პარტნიორებთან და მარტო ლობისტების ხარჯზე ეს ვერ გამოსწორდება. ლობისტები არიან ინსტრუმენტები, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებთან ან კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაგამყარებინოს კონტაქტი, ის ვერ შეცვლის ქვეყნის შიდა პოლიტიკას, თუ ქვეყნის შიდა პროცესებში ხარვეზებია ამას სჭირდება გამოსწორება“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე