2020-05-27 16:27:11
პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი - ზალკანიანი

პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი, შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, პირველი დღიდან დაწყებული - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას. ზალკანიანის თქმით, ვირუსთან ბრძოლის შედეგების თვალსაზრისით, რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. 

„ყველაფერი რა თქმა უნდა შედარებითია, თუკი ჩვენ შევადარებთ საქართველოს შედეგებს იმ შედეგებს, რომლების არის წარმოდგენილი თუნდაც რეგიონში, ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ლიდერი. ასევე აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკა, რომლესაც ქვეყნის ხელისუფლება, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სისტემა, ეკონომიკის სამინისტრო და სამართალდამცავი სტრუქტურები ახორციელებდნენ ამ მიმართულებით, იყო სწორი და ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა კორონავირუსის პრევენციასთან მიმართებაში იყო სწორი. 

საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი, შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, პირველი დღიდან დაწყებული, რომელიც ჩვენი მოსახლების უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული. ფაქტი სახეზეა და შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე