2020-05-27 16:21:30
შთაბეჭდილება დამრჩა და კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა, რომ ქვეყანას არანაირი პატრონი არ ჰყავს - ჭიჭინაძე გახარიას გამოსვლაზე

შთაბეჭდილება დამრჩა და კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა, რომ ქვეყანას არანაირი პატრონი არ ჰყავს, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტში. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრემიერი ქვეყანაში არსებული პროცესებს ვერ აკონტროლებს.

„არ ყავს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა. თქვენ ხედავთ როგორი მოწყენილები სხედან მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატებიც ომახიანად არ წამოხტნენ და არ უკრავენ ტაშს ისე, როგორც საჭიროა. რეალურად, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოდის, ყოველი გამოსვლისას ამტკიცებს, რომ ვერ ფლობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ადამიანი რომ იმას განაცხადებ, მილიონ 200 ათასმა ოჯახმა ისარგებლა შეღავათებითო, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ აქვს და გამოდის რომ მთელი საქართველო არის მილიონ 200 ათასი ოჯახი. ხალხს ასე სულელად ვერ ჩათვლით. ეს იმის მანიშნებელია, რომ რასაც ეუბნებიან იმეორებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე