2020-05-27 16:09:40
მემგონი, პირდაპირ აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ არანაირი ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ, გაქვთ თუ არა ასეთი გეგმა? - კობერიძე პრემიერს

თქვენ და ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი ერთამანეთში არ საუბრობთ? ორი დღის წინ ქალბატონი ეკატერინე ამბობდა, რომ მიმდინარეობს შემუშავება, როგორ უნდა გაიხსნას. როგორც ჩანს, თქვენ მას დაუმალეთ და დილიდან პიარ სვლისთვის, კარგი ამბით რომ მოსულიყავით გვამცნეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა - ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ.

,,თქვენ მთავრობას, გაქვთ თუ არა ეპიდემიოლოგიური პროგნოზი, რომელიც შეთანხმებულია ყველა სამინისტროსთან და რომლის საფუძველზეც უნდა ხდებოდეს ნებისმიერი ქმედება, ეკონომიკის, საზღვრების გახსნა და ასე შემდეგ. თქვენ რომ აქ საუბრობთ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას, რომ მეორე საშიში ტალღაა მოსალოდნელი და ჩვენ რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში, ტელევიზორს უნდა ვიყოთ მიჩერებული, თქვენ როდის გაიღიმებთ, ან როდის იტყვით, რომ ცუდადაა საქმე? ბატონო გიორგი, გაგიჭირდებათ მერე პასუხი თუ არ მომისმენთ.

მეორე კითხვა ეხება ეკონომიკურ პროგნოზს. აღნიშნეთ, შეუძლებელია, ვინმემ ეკონომიკური პროგნოზი რომ გააკეთოსო. მემგონი, პირდაპირ აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ არანაირი ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც არ გაგაჩნიათ. გაქვთ თუ არა ასეთი გეგმა? წინააღმდეგ შემთხვევაში შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკანა თარიღით მართავთ ქვეყანას და არა რეალურად გეგმებით. როდესაც საუბარია ტრანსპორტის გახსნაზე, თქვენ და ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი ერთამანეთში არ საუბრობთ? ორი დღის წინ ქალბატონი ეკატერინე ამბობდა, რომ მიმდინარეობს შემუშავება, როგორ უნდა გაიხსნას. როგორც ჩანს, თქვენ მას დაუმალეთ და დილიდან პიარ სვლისთვის, კარგი ამბით რომ მოსულიყავით გვამცნეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა და რაღაც ასეთი ბენდიერები სხედხართ ყველანი, მგონია გიხარიათ, რაც ქვეყანაში ხდება“, - აღნიშნა კობერიძემ. 

ამავე თემაზე