2020-05-27 15:22:46
არასწორ ინფორმაციას აწოდებთ საზოგადოებას - გოგორიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი გიორგი გახარიას, მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.

„როდესაც თქვენ თქვენთვის საყვარელ სწრაფი ტესტების თემაზე საუბრობდით, ბრძანეთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე ტესტის გაკეთების გარეშე. არადა მახსოვს, რომ ბათუმში ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი იხვეწებოდა ტესტი ჩამიტარეთ ისე არ გამიშვათო, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნაცნობობით მან მოახერხა ტესტის ჩატარება და კორონავირუსი დაუდგინდა. 

"მოვიძიე ინფორმაცია ბატონო გიორგი და თქვენ, რომ ამბობთ არც ერთი ადამიანი არ გასულა საკარანტინე სივრციდან ტესტის გარეშეო, შეგახსენებთ, რომ პირველი საკარანტინე ზონა 2 მარტს არის შექმნილი საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 6 მაისს დააანონსა ახალი აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ 11 მაისიდან არც ერთი ადამიანი არ დატოვებს საკარანტინო ზონას ისე, რომ სწრაფი ტესტი არ ჩაუტარდეს. ეს ისე ცნობისთვის, რომ იცოდეთ, აი ამ ტრიბუნაზე რომ დგახართ, როგორ არასწორ ინფორმაციას აწოდებთ პარლამენტს და საზოგადოებას“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

ამავე თემაზე