2020-05-27 15:11:30
1 ივნისიდან "ნავნეს" მაღაზიათა ქსელში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა შესაძლებელია

დისქაუნთერ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ , რომელიც საქართველოს მასშტაბით 22 მაღაზიით ოპერირებს და დაახლოებით 350 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მომხმარებელს ორშაბათიდან სრული დატვირთვით მოემსახურება. ამ დრომდე მაღაზიათა ქსელში მიმსვლელს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, ქსელში არსებული ყველა პროდუქტის შეძენა შეეძლო. 1 ივნისიდან კი, კომპანია თავის ერთგულ მომხმარებელს ყოველგვარი რეგულაციის დაცვით მოემსახურება.

"გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც კომპანია სრულიად შემოსავლების გარეშე დარჩა. თუმცა მალევე მოვახერხეთ ადაბტირება და როგორც კი ნებადართული გახდა ონლაინ გაყიდვები ჩვენც აქტიურდ ჩავერთეთ ამ პროცესში, რამაც საშუალება მოგვცა  შეგვენარჩუნებინა თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები.ჩვენი მაღაზიები ამჟამად ნაწილობრივ არის გახსნილი. გაყიდვაშია მხოლოდ  კოსმეტიკა, ფარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია. ორშაბათიდან მაღაზიები სრული დატვირთვით იმუშავებს. ველოდებით უსაფრთხოების სტანდარტების ახალ რეგულაციებს. ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენს მომხმარებელს ტანისამოსზე და ფეხსაცმლზე უცვლელ ფასებს ვთავაზობთ,"-აცხადებს „ნავნეს“ პიარდეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ფარცხალაძე. 

ამავე თემაზე