2020-05-27 15:03:46
მთავრობას სწრაფი ტესტების შეძენას ათასი შარლატანი სთავაზობდა - გახარია

მთავრობას სწრაფი ტესტების შეძენას ათასი შარლატანი სთავაზობდა, აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავრცელებს.მან ასევე, ისაუბრა  საკარანტინე სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე.

„საკარანტინე სივრცის შექმნა იყო ის შესაძლებლობა, რომელმაც მოგვცა შანსი, რომ გაურკვეველ პირობებში სწრაფი ტესტის ეფექტურობის არაეფექტურობის, მათი შეძენის, მსოფლიოში უამრავი რიგების და გაურკვეველი ათასი შარლატანის გამოჩენის, რომელიც ამ ტესტირებას სთავაზობდა მავრობას, როგორც სამინისტროების, მთავრების და კიდევ ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ გააზრებულად უარი ვთქვით, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი PCR ტესტირების და აბსოლუტურად ეფექტურად მომუშავე საკარანტინე ზონები“,-განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე