2020-05-22 17:56:40
ჭავჭავაძეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მაისიდან 15 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის გამო, დროებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

"ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის", - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე