2020-05-22 17:39:07
მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ ინიშნება

ნინო მამულაშვილი შესაძლოა საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნოს. მამულაშვილი უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლეა. მის კანდიდატურას იუსტიციის საბჭოში დღეს განიხილავენ. საბჭოს არამოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ მამულაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა თავის დროზე სწორედ მათიკაშვილის ჩარევით მოხდა. 

"იგი მოსამართლე გახდა სამი წლის წინ, 2017 წელს, მაშინ როცა მისი მეუღლე უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. აქ საინტერესოა ის, რომ მამულაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა მოსამართლეობას და რატომღაც მისი ქმრის დანიშვნის შემდეგ გახდა მოსამართლე. ეს გარემოება სერიოზულ კითხვებს აჩენს",-აცხადენს ნაზი ჯანეზაშვილი.  

"მთავარი დღის წესრიგი, რომელიც აქვს ამ კლასტერს, არის საკუთარი თავის გამაგრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ გვიჯდება საერთაშორისო რეპუტაციის, სამუშაო ადგილების, ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივის შეჩერების ხარჯზე. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა თამაშობს შეთამაშებულად",-აცხადებს ანა დოლიძე. 

ამავე თემაზე