2020-05-22 16:25:48
კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას არ ჩავკეტავთ - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, ქვეყანა არ ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

"ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს... იქნება ეს ნაკვერჩხალი თუ ალი, ჩვენ ამას ჩავაქრობთ. ქვეყანას არ ჩავკეტავთ", - განაცხადა პრეზიდენტმა Ford-ის ქარხანაში სტუმრობის დროს.

მიმდინარე კვირას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ეჭვგარეშეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა.

22 მაისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1,621,196 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 96,359 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 382,244 ინფიცირებული. 

ამავე თემაზე