2020-05-22 16:05:05
პარლამენტმა ხუნდაძის კანონპროექტს მხარი დაუჭირა-მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა აქვს

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

პირველი მოსმენის შემდეგ შესული რედაქტირებით, ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

დოკუმენტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღდეგი არცერთი. კანონპროექტის მომხრეები მხოლოდ „ქართული ოცნების" დეპუტატები იყვნენ.

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

ამავე თემაზე