2020-05-22 15:53:15
ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია-თალაკვაძემ გორიცირძეს უპასუხა

ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო.

„ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის კომენტარის საპასუხოდ.

ამავე თემაზე