2020-05-22 14:18:32
ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება

ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დოლიძე ნატოში საქართველოს ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს ჩაანაცვლებს.

თავად ალექსანდრე მაისურაძე კი ვიქტორ დოლიძეს ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძის ადგილს დაიკავებს.

„ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შესრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისის გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე