2020-05-22 14:16:24
ანაკლია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა - ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა რომ ანაკლია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის და ეს საერთაშორისო პარტინორებმაც იციან. 

„ანაკლია მნიშვნელოვანია და ანაკლია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. იცით თქვენ, რომ ახალი ტენდერი გამოცხადდება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი საგარეო სტრატეგიის დოკუმენტშია ანაკლიის პორტის აშენება შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ არებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

ამავე თემაზე