2020-05-22 14:12:49
ჩვენს ელჩს უკრაინაში 2-კვირიანი კარანტინი ორშაბათს უსრულდება და შევხვდებით - ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით,  უკრაინის ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც საქართველოში კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა, 2-კვირიანი კარანტინი დაუმთავრდა. 

"ის უკვე თბილისშია, 2-კვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს. ორშაბათს არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. მოვა სამინისტროში და ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან. ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მომავალ ურთიერთობასთან დაკავშირებით. იცით, რომ მიუხედავად ამ პრობლემისა [სააკაშვილის დანიშვნის], ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და იგივე ერთობლივი განცხადება და სხვა, გადახედვას არ ექვემდებარება.

თუმცა, ორმხრივ ურთიერთობაში იმ სიტუაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა", - თქვა ზალკალიანმა. 

ამავე თემაზე