2020-05-22 13:19:26
დღეს მივიღებთ კანონს, ეს საშუალებას მოგვცემს მინიმალური შეზღუდვები დავტოვოთ - მდინარაძე

დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. 

"გუშინ ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტში სპეკულაციებით სავსე გამოსვლები, როდესაც მთავარი იარაღი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში არის გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობას და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია. მაპატიოს ყველამ, გამორიცხულია სხვანაირი შეფასება. რომ ამბობ იარაღი არ უნდა გქონდეთ და ისე ებრძოლო პრობლემას, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და პოლიტიკურად ამით ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეს", - ამბობს მდინარაძე.  

ამავე თემაზე