2020-05-22 13:16:10
"ოცნება" ცდილობს საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს - აბესაძე ხე-ტყის მასივის გადაცემაზე

"ოცნება" ცდილობს საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა. აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს. 

"კანონპროექტი დაუსაბუთებელია და ძალიან ბუნდოვანია მიზანი, რას ემსახურება ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარე ტყის მასივების დაკანონება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის ზრუნვა ეკლესიის გაძლიერებაზე. ეს არის მათი მცდელობა საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს საპატრიარქო, მოახლოებულ არჩევნებში და ასეთი მერკანტილური მიზნით მიიღება ეს კანონპროექტი, რაც რა თქმა უნდა მათ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოუტანს, ამომრჩევლის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღეს პარლამენტი სესიაზი იმ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე