2020-05-22 12:44:19
მოქმედების ვადის დაწესების მიუხედავად, არაკონსტიტუციურია - აბესაძე შეზღუდვებზე კანონზე

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საგანგებოს გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების საშუალებას იძლევა, მოქმედების ვადის დაწესების მიუხედავად, არაკონსტიტუციურია.

"კანონი მთავრობას ანიჭებს უფლებას, ტოტალურად შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის გარდა და რომლის შეზღუდვაშიც გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პარლამენტი. რა მიზანი შეიძლება ამოქმედებდეთ მათ - რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილის ლეგიტიმურ შიშზე კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება, რომელიც მათი ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში. უბრალოდ, საქართველოს მთავრობას სურს გადაჭარბებული უფლებამოსილების მიღება და თვითნებურად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანების ცხოვრების შესაზღუდად," - ამბობს აბესაძე.

ამავე თემაზე