2020-05-22 12:36:49
ანა დოლიძე პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს

„ხალხისთვის" - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აყალიბებს. მოძრაობის დამფუძნებელი ასახელებს იმ სახელსა და გვარებსაც, რომლებიც მის გუნდში იქნებიან და აღნიშნავს, რომ ყოველი მათგანი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვის. 

"ეს არის მოძრაობა ხალხისთვის რომლის საჯარო ამოცანაა საჯარო დღის წესრიგში ხალხის პრობლემები დააყენოს. მგონი, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრობლემაა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთზე ლაპარაკობენ და არა რა აწუხებს ხალხს. ეს გაერთიანება თავს უყრის ხალხს, რომელსაც აქვს ბრძოლის გამოცდილება და არიან ახალი სახეები ქართულ საჯარო სივრცეში. მათ აქვთ, რაც მთავარია ბრძლის გამოცდილება სახელმწიფოს ინტერესებისთვისა და სამართლიანობის ბრძოლაში", - აღნიშნა დოლიძემ.  

 

ამავე თემაზე