2020-05-22 11:53:00
თავიდან ბოლომდე, "ქართული ოცნების" ხელისუფლების 8-წლიანი "მოღვაწეობა" არის მასკარადი -კახიძე 

თავიდან ბოლომდე, "ქართული ოცნების" ხელისუფლების 8-წლიანი "მოღვაწეობა" არის მასკარადი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ გააკეთა, რითაც  გიორგი გახარიას მიერ ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ "პოლიტიკური მასკარადის სახით ახალი ფრონტი გაიხსნა".

"საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელმაც, არ დაგვვიწყებია, რომ თვალები დათხარა ახალგაზრდებს, მალე 1 წელი ხდება ამ თარიღიდან - პანდემიის დროს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება და ისეთი შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც ეკონომიკა კიდევ უფრო დამუხრუჭდა და უკან წავიდა, მოსახლეობამ მასობრივად დაკარგა სამსახური და სამთავრობო გეგმით რაღაც 200-ლარიან დახმარებას უგდებენ ცინიკურად. და კიდევ ბედავს და ოპოზიციას ადანაშულებს პოლიტიკურ მასკარადში. თავიდან ბოლომდე, ქართული ოცნების ხელისუფლების 8-წლიანი "მოღვაწეობა" არის მასკარადი და შემოდგომაზე მოქალაქეები წერტილს დაუსვამენ ამ ყველაფერს.” - განაცხადა კახიძემ.

ამავე თემაზე