2020-05-22 11:24:17
საგანგებო მდგომარეობის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია - გახარია

საგანგებო მდგომარეობის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმარულებით.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული. პანდემიის მიმართულებით 2 ფრონტზე ბრძოლა მოგვიწევს. პირველ რიგში, ეს არის და რჩება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე