2020-05-22 11:15:12
სახალხო დამცველის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ და მეტად დაზუსტებული ვარიანტია წარდგენილი - ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის გუშინდელი განხილვის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველთან გაიმართა კომუნიკაცია და მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია.

"შედგა კომუნიკაცია სახახლო დამცველთან. მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, ანუ ჩაშლილია ყველა ის დეტალი, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა პრეტენზიები სესიაზეც, რაც ჰქონდა სახახლო დამცველს. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და უკვე წარმოდგენილია სახეცვლილი, მეტად დაზუსტებული ვარიანტი ამ კანონპროექტის. რაც შეეხება ვადას, ჩვენ დღეს გვაქვს საბჭოს სხდომა. ეპიდემიოლოგებთან ერთად გავივლით ამ საკითხს, რომ ეს იყოს გონივრული და კანონპროექტმა მთავარ მიზანს მიაღწიოს",-აცხადებს კანონპროექტის ავტორი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. 

ამავე თემაზე