2020-05-22 11:01:42
საპატრიარქოსთვის პრივილეგიის მინიჭება მისი პოლიტიკური ლოიალურობის მოპოვებაა - EMC ტყეების გადაცემაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის შესაძლებელი გახდება დიდი რაოდენობით ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა.

სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა არ გადადო, რასაც ორგანიზაციაში საპატრიარქოს კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობად აფასებენ. კანონის მიღების შემთვევაში EMC შესაბამის დებულებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"აშკარაა, რომ საპატრიარქოსთვის ამ დამატებითი პრივილეგიის მინიჭება ატარებს პოლიტიკურად მისი ლოიალურობის მოპოვების ინტერესს და ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების იარაღია ხელისუფლების ხელში. ეს კანონი აზიარებს თანასწორობის პრინციპებს და სეკულარობის პრინციპებს. მისი მიღების შემთხვევაში ის გასაჩივრდება", - აღნიშნა EMC-ის იურისტმა თეონა ფირანიშვილმა. 

ამავე თემაზე