2020-05-22 10:59:57
დღემდე გაუგებარია ცოლ-ქმარსა და ორ მცირეწლოვან შვილს რატომ არ შეუძლიათ ერთად მგზავრობა - ჭიაბერაშვილი

დღემდე გაუგებარია ცოლ-ქმარსა და ორ მცირეწლოვან შვილს რატომ არ შეუძლიათ ერთად მგზავრობა - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, დღემდე გაუგებარია მთავრობის მიერ დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა.

„იმის ნაცვლად, რომ მტრისთვის გვესროლა შაშხანა, ვესროლეთ ზარბაზანი, რომელიც საჭირო არ იყო და დავანგრიეთ უფრო მეტი, ვიდრე საჭირო იყო თვითონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. მთავრობის ესეთი მოქმედება, რომელიც გარშემო ამტვრევს ყველაფერს, თუნდაც მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად, განპირობებულია მისი არაანგარიშვალდებულებით.

თუ მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ როდესაც ჩვენ ახლა სამოქალაქო უფლებებზე ვლაპარაკობთ, ეს ძალიან ღრმა იურიდიული საკითხია, რომელშიც ჩახედვა შეიძლება არავის აინტერესებდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქედან იწყება მათ ჯიბეზე მიყენებული ზიანი. მათ შემოსავალზე მიყენებული ზიანი, როდესაც მთავრობას არაფერი აკავებს და თავის ნებაზე დააწესოს შეზღუდვები. მაგალითად, დღემდე გაუგებარია რატომაა კომენდანტის საათი, დღემდე გაუგებარია რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ დაჯდომა, დღემდე გაუგებარია ცოლ-ქმარსა და ორ მცირეწლოვან შვილს რატომ არ შეუძლიათ ერთად მგზავრობა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე