2020-05-22 10:48:00
საბოლოო ჯამში, მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ - კინზინგერი

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა და მხარეებს მისი ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. 

,,მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. არ დავიწყებ იმის განხილვას, რა გაკეთდა და არა, დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან, ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ. უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასწყვეტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რამისკენ ვუბიძგო. ვიტყვი იმას, რომ შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. მნიშნველოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს ნაბიჯებს რეალური პროგრესისკენ. გავაგრძელოთ წინსვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ",- თქვა კინზინგერმა. 

ამავე თემაზე