2020-05-21 19:59:19
ესპანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან დაღუპულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლოს გარდაცვლილთა რიცხვი 50-ზე ნაკლები 16 მარტს იყო. საერთო ჯამში, ესპანეთში ეპიდემიის შედეგად 27 940 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 482 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 233 037-ია.

ამავე თემაზე