2020-05-21 16:43:35
ევროპის თითის ქნევა როგორც იქნა კარგად გაიგეთ და პოლიტპატიმრება გაათავისუფლეთ, ახლა რურუას ჯერია - გოცირიძე

ევროპის თითის ქნევა როგორც იქნა კარგად გაიგეთ და პოლიტპატიმრება გაათავისუფლეთ, ახლა რურუას ჯერია - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს დათმობაზე წასვლა მას შემდეგ მოუწია, რაც ევროკავშირიდან საქართველოს დახმარების თაობაზე შესაძლო უარის საკითხი წამოიწია წინ.

"ევროპა არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში იყოს ავტორიტარული რეჟიმი, თორემ ის გაფრთხილება სანქციების შესახებ, რომელიც ევროკავშირიდან გაისმა და თითის დაქნევა ერთი კვირის წინ, რომ არავითარი დახმარება არ შემოვიდოდა საქართველოში, თუკი პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებოდნენ, როგორც იქნა ძალიან კარგად გაიგეთ და მეორე დღესვე გაათავისუფლეთ უგულავა და ოქრუაშვილი. ახლა რურუასაც გაათავისუფლებთ", - მიმართა ფრაქციის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. 

ამავე თემაზე