2020-05-21 12:16:44
კომენდანტის საათის დროს, მამაკაცი სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლებს, იარაღის მუქარით მაღაზიის გახსნას აიძულებდა

კომენდანტის საათის დროს, მამაკაცი სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლებს, იარაღის მუქარით მაღაზიის გახსნას აიძულებდა. შემთხვევა გასულ ღამეს, მცხეთის ქუჩაზე მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ნივთმტკიცების სახით ამოღებილია იარაღი. მომხდარზე გამოძიება 236-ე და 151-ე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე