2020-05-21 11:35:39
კონსულტაციები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ გამართულა - კობახიძე პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილებაზე 

კონსულტაციები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ გამართულა - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე"მთავარის" შეკითხვას, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე ის საქმის კურსში არ ჩააყენეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა, პრეზიდენტთან კონსულტაციები არ გაუვლიათ.

"იმ მომენტისათვის როდესაც ტარდებოდა პრეზიდენტის ბრიფინგი,მე არ მქონდა პირადად ინფორმაცია და კონსულტაციები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ გამართულა, შესაბამისად აქ სიცრუესთან არ გვქონდა საქმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე ოპოზიციის არასწორ სპეკულაციებთან"- ამბობს კობახიძე

მისივე თქმით, გიორგი რურუას შეწყალების უფლება პრეზიდენტს არ აქვს და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

ამავე თემაზე