2020-05-21 11:22:47
აუცილებელია გიორგი რურუაც გათავისუფლდეს - ოპოზიცია ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწდებს

რვა მარტის შეტანხმება შესრულებულად გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ ჩაითვლება- აცხადებენ ოპოზიციაში და ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ახსენებენ, სადაც დიპლომატმა აღნიშნა, რომ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ კარგია, რომ ოქრუაშვილმა და უგულავამ დატოვეს საპყრობილე, მაგრამ აუცილებელია გიორგი რურუაც გათავისუფლდეს.

აშშ-ს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ორივე მხარისთვის კარგად არის ცნობილი რა შეთანხმება შედგა რვა მარტს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად. არ შეიძლება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად. კარგია, რომ ოქრუაშვილმა და უგულავამ დატოვეს საპყრობილე, მაგრამ აუცილებელია გიორგი რურუაც გათავისუფლდეს"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მთავარ არხთან.

"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, გიორგი რურუა იყო ამ შეთანხმების ნაწილი.

გიორგი რურუა იყო ამ შეთანხმების ნაწილი. უკვე ყველა დაბეჯითებით ამბობს, რომ ის არის პოლიტპატიმარი და უნდა გამოვიდეს ციხიდან. ჩვენ ეს ციკლი, რომელიც სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, იმიტომ რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება, რომ გვყავს პოლიტპატიმრები, უნდა დასრულდეს"- ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა მთავარ არხთან საუბრისას.

ამავე თემაზე