2020-05-21 11:04:39
პანდემიის დროს სამსახურის გარეშე საქართველოში 78 000 ადამიანი დარჩა

პანდემიის დროს სამსახურის გარეშე საქართველოში 78 000 ადამიანი დარჩა, - ამ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.  ინფორმაცია სამინისტროს დასაქმებულების შესახებ 20 000-მდე დამსაქმებელმა მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას." - აღნიშნულია გნცხადებაში.

ამავე თემაზე