2020-05-20 10:40:03
ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე არ მომწონს და არასდროს არ მომეწონება - უგულავა

ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე არ მომწონს, არასდროს არ მომეწონება ეს და ის თუ ამ პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის მიუღებელი დარჩება პოლიტიკურად - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, ტვ პირველის ეთერში გადაცემაში რეაქციაში საუბრისას გააკეთა.

"ივანიშვილმა მიიყვანა იქამდე მდგომარეობა, რომ დიამეტრალურად განსხვავებული პარტიები და პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ერთად და აღმოჩნდნენ იმაში, რომ თამაშის წესი სჭირდება ყველას. ის, რომ მე ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ერთად აღმოვჩნდით ეს ზუსტად მაგის შედეგია. თუ ჩვენ ოპოზიციაში ყოფნისას არ და ვერ ვანახებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი... ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე მომწონს, არასდროს არ მომეწონება ეს და ის თუ ამ პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის მიუღებელი დარჩება პოლიტიკურად. ჩემთვის, გეოპოლიტიკურად რუსი და მენტალურად საბჭოთა ადამიანი ხელისუფლებაში არის სახიფათო და ის ოპოზიციაში თუ თავის ელექტორატს წარმოადგენს, ეს მისი საქმეა და მისი ამომრჩევლის." - განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე