2020-05-19 12:31:12
პრეზიდენტის შეწყალება არ გამორიცხავს რომ შესაძლოა ეს პირები პატიმრობაში დაბრუნდნენ - HRC

ადამიანის უფლებათა ცენტრში არ გამორიცხავენ რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროში დაბრუნდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ვარაუდს იმით ხსნის, რომ სასამართლოებში ორივეს წინააღმდეგ სხვადასხვა საქმეები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსების საქმის წარმოების პროცესში გარკვეული დარღვევები არსებობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიგი უგულავას შესახებ ანგარიში უკვე გამოქვეყნა, თვის ბოლოს კი მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმეების შესახებაც წარუდგენს. 

„რა თქმა უნდა მისასალმებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალების საფუძვეზე გიორგი უგაულავას და ირაკლი ოქრუაშვიის გათავისუფლების თაობაზე. ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს პირები არ აღმოჩნდნენ თავისუფლების აღკვეთის საფრთხის ქვეშ. იგივე დარღვევები იკვეთება რაც უგულავას საქმესთან მიმართებით, დროსა და სივრცეში სისხლის სამართლებრივი დევნის გააქტიურების საკითხთან მიმართებაში, რაც უმნიშვნელოვანესია. გამოიხატება იმაში, რომ ასევე ოქრუაშვილის შემთხვევაში მისი პოლიტიკური კარიერის გააქტიურების პარალელურად ხორციელდება სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის გაცოცხლება“,-განაცხადა გიორგი ტყებუჩავამ.

ამავე თემაზე