2020-05-19 11:26:25
ქუთაისში პოლიციელებმა არასრულწლოვნებს სცემეს

ქუთაისში პოლიციელებმა არასრულწლოვნებს სცემეს. აღნიშნულ ინფორმაციას 15 წლის მოზარდი გოგონას დედა ავრცელებს. ქალის თქმით, პოლიციამ გარეთ მდგომ ახალგაზრდებს სახლში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.

როგორც ქუთაისში ყვებიან, პოლიციამ ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავება სცადა, თუმცა ჩხუბში სხვა არასრულწლოვნებიც ჩაერივნენ.

15 წლის გოგონას დედის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციელებმა ადამიანები დაიცვან, სამართალდამცველებმა მისი ქალიშვილი სცემეს. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე სოციალურად დაუცველი მობინადრეების კორპუსში მოხდა. 

ამავე თემაზე