2020-05-18 17:02:12
პრინციპი არის ანგარიშვალდებულების და ნათქვამი სიტყვის შესრულება, რურუაც უნდა იყოს თავისუფალი - ბოკერია

პრინციპი არის ანგარიშვალდებულების და ნათქვამი სიტყვის შესრულება. გიორგი რურუაც უნდა იყოს თავისუფალი, ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრისას გააკეთა. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით, შეთანხმება შესრულდეს. მერე იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ჩვენც დავუჭერთ მხარს გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ. მერე იყოს საარჩევნო კოდექსის არსებითი გაუმჯობესება ყველა იმ რეკომენდაციისა და პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, სადაც ამის საშუალება იქნება. მერე იყოს არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანია, მერე ყველა შეეგუოს არჩევნებზე მოქალაქეების ვერდიქტს - ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ივანიშვილის ხელისუფლებას", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მათ სჭირდებათ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეკონომიკურ ჩიხს ეხება. 

"გადასახადების დაწევა, სახელმწიფოს ჩარევის შემცირება... სასამართლოზე ისტორიული ამოცანის შესრულება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიძრას რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს საკითხი", - ამბობს ბოკერია. 

ამავე თემაზე