2020-05-18 15:27:36
გაეროსგან $1 მილიონის დახმარება თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია - მეზვრიშვილი

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერომ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაეროს შორის - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი გაეროს მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას.

პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერომ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაეროს შორის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან დახმარება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე