2020-05-18 12:59:28
30 წლის კაცს 11 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს  ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბ.ი.-მ 11 წლის  გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2020 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

ამავე თემაზე