2020-05-18 12:51:40
2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა

2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1 პროცენტული
პუნქტით შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან
შედარებით. 2019 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წელთან
შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 1.1
პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და შესაბამისად 10.1 და 12.8 პროცენტს შეადგენს.
აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წელს ქალებში აქტიურობის დონე 54.5
პროცენტს, ხოლო კაცებში - 72.6 პროცენტს შეადგენდა. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით
აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0
პროცენტული პუნქტით. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.

ამავე თემაზე