2020-05-18 12:48:19
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ რურუას საქმეზე მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას - ხოშტარია

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არის, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას, როდესაც ეს პროცესი დაწყებულია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როდესაც დაიწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ეს სცდება კონკრეტულ პიროვნებებს, კონკრეტულ ოპოზიციურ ფიგურებს – გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს. ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე. ეს სჭირდება ქვეყანას, პრაგმატულად ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამაში გვერდში გვიდგანან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მესმის, რომ შესაძლებელია, არ იყოს კომფორტული პოზიცია დღეს მათთვის, გადათქვან რაღაცები. დავანებოთ თავი კინკლაობას და მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად, რომელიც დაგვაყენებს ნორმალიზების ხაზზე. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია გიორგი რურუას გამოშვება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არის, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას, როდესაც ეს პროცესი დაწყებულია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე